“საქართველოს ევროპული ფესვები ღრმა და ძლიერია, მკაფიო გეზით  დასავლეთისკენ. 100 წელზე მეტი ხნის წინ ნოე ჟორდანიამ სიტყვით გამოსვლისას, განმარტა ახლად დამოუკიდებელმა საქართველომ რატომ თქვა უარი საბჭოთა რუსეთის სამხედრო ალიანსში გაწევრიანებაზე. /ნოე ჟორდანია ამბობდა/ „ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კავშირი გავწყვიტოთ ევროპასთან, როგორც მათ (რუსეთს) აქვთ ეს კავშირი გაწყვეტილი და პირი ვიბრუნოთ აღმოსავლეთისაკენ… როგორც ხედავთ, საქართველოს და რუსეთის გზები აქაც გაიყარნენ. ჩვენი გზა მიდის ევროპისაკენ“. ანალოგიურად, ილია ჭავჭავძემ ცხადყო, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია სრულად თავსებადია საქართველოს კულტურისა და ტრადიციების პატივისცემასთან და რომ ძლიერი, დამოუკიდებელი ინსტიტუტები უკეთ იცავენ თავისუფლებას, ვიდრე  ძლიერი პიროვნული თვისებების მქონე ხისტი აზროვნების ლიდერები. ისტორია გვიჩვენებს, რომ მოსკოვმა უარი თქვა საქართველოს დამოუკიდებლობის არჩევანზე და მოგვიანებით შეიჭრა საქართველოში, თუმცა ქართველ ხალხს ეს არ დავიწყებია”

ამბობს საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი საკუთარ სიტყვაში, რომელიც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავად გამოაქვეყნა.