ძლიერი პიროვნება, რომელმაც ჩვენს ცხოვრებაში სერიოზული კვალი დატოვა – პატრიარქი მეჭიაურზე

“დიდია გულისტკივილი ბატონ თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო. ძლიერი პიროვნება, რომელმაც ჩვენს ცხოვრებაში სერიოზული კვალი დატოვა “- საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის სამძიმარს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

”დიდია გულისტკივილი ბატონ თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო. განგვეშორა ქვეყნისა და მოყვასის გულშემატკივარი, უფლის მოყვარული, ძლიერი და ერთგული პიროვნება, რომელმაც ჩვენს ცხოვრებაში სერიოზული კვალი დატოვა.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო მის ახლობლებს და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა და ბ-ნი თამაზისათვის ლოცვის ძალა”