ძლიერი ხანძრის გამო თურქეთის ქალაქებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

თურქეთის სამხეთ-დასავლეთით მდებარე ტურისტული ქალაქებიდან დამსვენებლების ევაკუაცია მიმდინარეობს. ხანძარი სასტუმროებს და სახლებს ემუქრება. ხანძარმა ქალაქ ბოდრუმამდე მიაღწია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თურქეთის სანაპირო დაცვის გემები განლაგებულია დამსვენებლების უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით.

 

ხანძარმა, რომელსაც მეხუთე დღეა ვერ აქრობენ, უკვე ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლი, შესაძლოა განზრახ გაჩენილიც იყოს. დამნაშავეების პოვნის და დასჯის პირობა დადო რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.