წალენჯიხაში პოლიციელმა მოქალაქე დაჭრა – ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი არხი” ავრცელებს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, მაზანდარას დასახლების ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, გ.კ. ფეხშია დაჭრილი. მას ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება და ჯერ ადგილობრივ საავადმყოფოში, ხოლო შემდეგ, ოჯახის გადაწყვეტილებით, ქუთაისში გადაიყვანეს.
რაც შეეხება სამართალდამცველს, ის მოქმედი პოლიციელია და ერთ-ერთი ინფორმაციით, ინციდენტში მისი ძმაც მონაწილეობდა.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია,