„ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ამ მოტივაციის ამ წახალისების მიცემა ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის მოლდოვა, საქართველო, უკრაინისთვის. წარმოვიდგინოთ, რომ სტატუსი არ მოგვანიჭა ევროკავშირმა, ვინ იქნება ბედნიერი ამის გამო? მხოლოდ რუსეთი. რა გზავნილს უგზავნიან ისინი სხვა ქვეყნებს, ჩვენ სამეზობლო ქვეყნებს, რომ ესენი იყვნენ ლოიალური ქვეყნები უვიზო ხელშეკრულება გვქონდა, ასოცირების, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ამჟამად ამას ყველაფერს ასრულებენ, შეიტანეს განაცხადი და ევროკავშირმა მიიღო უცბად გადაწყვეტილება, რომ არ მიანიჭოს სიმბოლური კანდიდატის სტატუსი, ეს იქნება შეცდომა. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი მეგობრები, რომ მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას“

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმზე განაცხადა.