წარმოუდგენელია ადამიანმა დედის სიყვარული იცოდეს და სხვის დედიკოს ეხებოდეს – ბერა

“წარმოუდგენელია ადამიანმა დედის სიყვარული იცოდეს და სხვის დედიკოს ეხებოდეს” – ამის შესახებ მომღერალმა ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

“ჩემი აზრით, ამ ადამიანებმა ერთი რამ არ იციან – დედის სიყვარული. ჩემთვის წარმოუდგენელია ადამიანმა იცოდეს დედის სიყვარული, ოჯახის ფასი და სხვა ადამიანის დედიკოს ეხებოდეს მსგავსი სიტყვებით, მსგავსი საზიზღრობებით, მიჩნდება კითხვა, სად იზრდებიან? ანუ რაზე აქვთ პროტესტი, რომ მათ უნდა შეეძლოთ არამარტო ჩემი, არამედ, ნებისმიერი ოჯახის, ნებისმიერი საყვარელი ადამიანის სასტიკი, საზიზღარი სიტყვებით მოხსენიება და თუ ამაზე ჩემმა ძმაკაცმა პასუხი გასცა, ის უკვე ტერორის მონაწილეა.”- განაცხადა ბერამ.