წეროვანში 3 ადამიანი დაჭრეს

წეროვანში ცეცხლსასროლი იარაღით 3 ადამიანი დაჭრეს. მთავარი არხის ინფორმაციით, კონფლიქტი მეზობლებს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო, შემდეგ კი სროლაში გადაიზარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.