წვიმა, სეტყვა, ელჭექი – როგორი ამინდია მოსალოდნელი 14 ივნისამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან 14 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან კი ძლიერი სეტყვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება აღინიშნოს.