წინ აღვუდგებით რუსეთის თავდასხმებს NATO-ს მთავარ მოკავშირეებზე, საქართველოზე – გრეგორი მიკსი

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, გრეგორი მიკსმა, “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ბაიდენის წინ აღუდგებოდა რუსეთის თავდასხმებს ნატოს მთავარ მოკავშირეებზე, როგორიც საქართველოა.

“ბაიდენის ადმინისტრაცია წინ აღუდგება რუსეთის თავდასხმებს ნატოს მთავარ მოკავშირეებზე, როგორიცაა საქართველო. ჩვენ არ გვინდა, რომ ისინი ბალკანეთში მოქმედებდნენ, არ გვინდა, რომ თავს ესხმოდნენ ჩვენს მოკავშირეებსა და დემოკრატიებს მთელს ევროპაში. ამიტომ, ჩვენ არ ვაპირებთ, პუტინს შემწყნარებლობით მივუდგეთ და ვთქვათ, რომ რასაც ის აკეთებს, მისაღებია. მაგალითად, რაც უკრაინაში ხდება, ყირიმში. ჩვენს მოკავშირეებს გვერდით დავუდგებით, ხმას ავიმაღლებთ და რუსეთს ამ კუთხით წინ აღვუდგებით”,– განაცხადა გრეგორი მიკსმა ამერიკის ხმასთან საუბრისას.

მანვე აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას რუსეთთან მიმართებით ტრამპისგან განსხვავებული პოლიტიკა ექნება.

ცნობისთვის, აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.