“მინდა, ყველას სწორი მოლოდინი გვქონდეს. წინ ძალიან რთული კვირები გველის. შეთანხმებების პრაქტიკულ განხორციელებას, ტრენინგს და ლოჯისტიკას გარკვეული დრო სჭირდება. რუსეთმა უკვე შეკრიბა ძალები აღმოსავლეთ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეტევისთვის.

უკრაინის დახმარება გაიზრდება, მაგრამ უახლოეს დღეებში ჩვენ დაგვჭირდება მთელი ჩვენი გამძლეობა და ერთიანობა.

მტერმა უკვე იცის თავისი სტრატეგიული დამარცხების შესახებ, მაგრამ მაინც შეეცდება რაც შეიძლება მეტი ტკივილი მოგვაყენოს. სამწუხაროდ, ჩვენ მაინც დავკარგავთ ჩვენს ჯარისკაცებს გამარჯვებამდე. კვლავ იქნება ნგრევა და მტკივნეული მსხვერპლი. უნდა გავუძლოთ. და გავუძლებთ!

მათთვის, ვინც სხვადასხვა ეპოქაში იბრძოდა თავისუფალი უკრაინისთვის. მარიუპოლის, ხარკოვის, იზიუმის, რუბიჟნეს, სუმის, ჩერნიგოვის და სხვა ქალაქების გმირებისთვის, რომლებმაც მოიგეს და აგრძელებენ დროის მოგებას უკრაინისთვის. მომავალი თაობის გულისთვის.

ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას. ჩვენ დავაბრუნებთ ჩვენს ხალხს. უკრაინა გაიმარჯვებს! ახლა ამაში მხოლოდ ჩვენ არ ვართ დარწმუნებული. დიდება უკრაინას!”

აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი.