წირვის დროს მეტი ადამიანი იყოს გარეთ და ეს მოხდეს გახმოვანების საშუალებით, ვიდრე შიგნით – გამყრელიძე

“წირვის დროს მეტი ადამიანი იყოს გარეთ და ეს მოხდეს გახმოვანების საშუალებით, ვიდრე შიგნით” – დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, წირვის დროს სასურველია მეტი ადამიანი იყოს გარეთ, ვიდრე შიგნით და ეს მოხდეს გახმოვანების საშუალებით.

“დისტანცია, ხელების დამუშავება, პირბადე ყველა ამ ინფექციისთვის ერთი და იგივე პრევენციული ღონისძიებაა და ვთხოვ იგივე ჩვენს საეკლესიო წინამძღვრებს ისევე, როგორც მრევლს, რომ დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ვიძლევით და სასურველია წირვის დროს მეტი ადამიანი იყოს გარეთ და ეს მოხდეს გახმოვანების საშუალებით, ვიდრე შიგნით”, — განაცხადა გამყრელიძემ.