წლის ბოლომდე ყირიმში უნდა შევიდეთ – უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა 24 მაისს, Українська правда-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის ჯარები რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმის ტერიტორიაზე უნდა შევიდნენ.

  • “ომი დასრულდება მხოლოდ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებით… კარგი, დაე, აღიარონ რუსებმა ყირიმის ანექსია. შეიძლება არ აღიარონ, რომ ჩვენ მას დავაბრუნებთ. წელს მაინც უნდა შევიდეთ ყირიმის ტერიტორიაზე”, – აღნიშნა ბუდანოვმა.