წულუკიანი არის კიტა იზორია კვადრატში… ამოიღებს დიდ “ნარუშილოვკას” და მერე მისთვის ყველაფერი შეიძლება – გვარამია

თეა წულუკიანი არის კიტა იზორია კვადრატში. მას აქვს ერთი დიდი ნარუშილოვკა, – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” საუბრობს.

“პირდაპირ ამცირებს წულუკიანი პოლიციას, “ვიღაცები რომ გამოიძახეთ, ვერ გიშველიან ისინიო”… თეა წულუკიანი არის კიტა იზორია კვადრატში. მას აქვს ერთი დიდი “ნარუშილოვკა”… ჩადის ხან ადმინისტრაციულ გადაცდომებს, მაგალითად, ჩემი ტელეფონის გამოქვეყნებით… ხან ინფორმაციას არ გასცემს და ამაზე სასამართლო ამბობს, რომ უნდა გასცეს, მაგრამ არაფერი. ახლა უკვე დანაშაულსაც იდენს, ამოიღებს დიდ “ნარუშილოვკას” და მერე მისთვის ყველაფერი შეიძლება, – განაცხადა გვარამიამ.