წულუკიანი, ბერაია, სუბარი – ვინ იქნებიან პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები

ქართულმა ოცნებამპარლამენტში კომიტეტებების თავმჯდომარეობის კანდიდატები დაასახელა. კომიტეტებს უხელმძღვანელებენ:

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის — ანრი ოხანაშვილი;
  • ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი — მიხეილ სარჯველაძე;
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი — ირაკლი ბერაია;
  • საპროცედურო საკითხთა კომიტეტი — ირაკლი ქადაგიშვილი;
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი — სოზარ სუბარი;
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი — ირაკლი კოვზანაძე;
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონიმიკური პოლიტიკის კომიტეტი — დავით სონღულაშვილი;
  • აგრარული კომიტეტი — ნინო წილოსანი;
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი — მაია ბითაძე;
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი — ნიკოლოზ სამხარაძე;
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი — მაკა ბოჭორილიშვილი;
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი — ბექა ოდიშრარია;
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი — დიმიტრი ხუნდაძე;
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურუსი კომიტეტი — თეა წულუკიანი;
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი — მიხეილ ყაველაშვილი;

მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იქნება, პარლამენტის პირველი მოადგილის თანამდებობას კი გიორგი ვოლსკი დაიკავებს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან კახაბერ კუჭავა, რომელიც საგარეო მიმართულებით იმუშავებს და ასევე დავით სერგეენკო.

კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტს თავად ჩაიბარებს, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე კი მამუკა მდინარაძე იქნება.