წყლის ჭავლის გამოყენება უკანონო, დაუსაბუთებელ, არაპროპორციულ ღონისძიებას წარმოადგენს -DRI

“წყლის ჭავლის გამოყენება უკანონო, დაუსაბუთებელ, არაპროპორციულ ღონისძიებას წარმოადგენს”- ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გუშინ, 8 ნოემბერს ცესკოსთან შეკრებილი დემონსტრანტების დარბევას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ მშვიდობიან დემონსტრანტთა მიმართ წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი და შეკრების არაძალადობრივი ხასიათიდან, ასევე, მომიტინგეთა რიცხოვნებიდან გამომდინარე, უკანონო, დაუსაბუთებელი და ცალსახად არაპროპორციული იყო.

“მოცემულ შემთხვევაში, როგორც დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამკვირვებლების, ასევე, მედია საშუალებების მეშვეობით გადმოცემულ მასალებში, არ იკვეთებოდა რომელიმე სპეციალური საშუალების
გამოყენების საჭიროება. გარდა ამისა, სამართალდამცავებმა აღნიშნული ღონისძიებები
საწყის ეტაპზე წინასწარი გაფრთხილების გარეშე განახორციელეს”. – წერია DRI-ს განცხადებაში.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირებს:

  • განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ განცხადებას აქციის დაშლის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული აღიქმება პირდაპირ მითითებად არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე
  • დაუყოვნებლივ მიიღონ ყველა ზომა სიტუაციის განსამუხტად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოსაქცევად
  • დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე.

ოპოზიციურ პოლიტიკურ სპეტრს:

  • იმოქმედონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით და მოერიდონ
    კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.