„გუშინ, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე ქვათაცვენა დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შესაბამის პროექტი განხორციელებული იყო დამცავი ბადეების სახით, სხვაგვარი პროექტის განხორციელებას საჭიროებს, რომ უფრო დაცულები ვიყოთ. პირველი, რაც გაკეთდა, ის საშიშროება მთლიანად მოხსნილია. სამუშაოების განხორციელებას დავიწყებთ. მოხდება დაანკერება იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემა ისევ არ განმეორდეს. დამცავი ბადეები, რაც ამ კლდეებზე არის, ვერ უძლებს და ვერ აკავებს იმ ჩამოშლილ მასას, რაც დაფიქსირდა. შესაბამისად, ცოტა განსხვავებული პროექტი განხორციელდება. ჩვენ ჩართული გვყავდა დარგის სპეციალისტები. ბადეები მოიხსნება და ახალი თანამედროვე პროექტი განხორციელდება“,
აცხადებს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე.