ჭავჭავაძის გამზირზე მანქანა მოტოციკლეტს დაეჯახა

ჭავჭავაძის გამზირზე ავტომობილი მოტოციკლეტს დაეჯახა. დაშავებულია ერთი ადამიანი.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყეს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან 3-წლამდე პატიმრობით.