ჭავჭავაძის გამზირის ნაწილზე 25 მაისიდან 15 ივნისამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპის დაწყების გამო, 25 მაისიდან 15 ივნისამდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.

მერიის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირი ატენის ქუჩიდან გ. წერეთლის ქუჩის გასასვლელამდე სრულად ჩაიკეტება.

“ამ დროისთვის, საპროექტო არეალში არსებული ასფალტის საფარის ქვედა ფენებში დაგება დასრულებულია. ინტენსიურად მიმდინარეობს საკომუნიკაციო ჭის თავების მოყვანა ნიშნულზე, პარალელურად კი, ეტაპობრივად დაიგება ასფალტის საფარის ბოლო ფენები. ამ ეტაპზე, საფეხმავლო სივრცეებში (ტროტუარები), მოპირკეთების და, ასევე, გამზირზე არსებული თარგების გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისის მერია მადლობას უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის დროს გამოჩენილი მოთმინებისა და მხარდაჭერისთვის”, – წერია განცხადებაში.