ჭიაბერაშვილი: საქართველო ვერ მიაღწევს COVID-19-ის პოპულაციურ იმუნიტეტს

ჯანდაცვის ექსპერტი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია “იმედზე მავნებლობის ტირაჟირების შემდეგ” საქართველო პოპულაციურ იმუნიტეტს ვერ მიაღწევს და ის მხოლოდ ინდივიდუალური დაცვის საშუალება იქნება.

“შემიძლია სრული დარწმუნებით გითხრათ, რომ საქართველო ვერ მიაღწევს COVID-19-ის მიმართ პოპულაციურ (საზოგადოებრივ, ჯოგურ – რაც გინდა დაარქვით) იმუნიტეტს. საკითხი დამთავრებულია ამ მავნებლობის სამთავრობო არხზე ტირაჟირების შემდეგ (დააკვირდით მოწონებების, კომენტარებისა და გაზიარებების რაოდენობებს).

COVID-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში იქნება მხოლოდ ინდივიდუალური დაცვის საშუალება (როგორც, მაგალითად, სეზონური გრიპის შემთხვევაში). ამის საშუალებაც გაჩნდება მას შემდეგ, რაც ვაქცინების წარმოება იმ მასშტაბს მიაღწევს (იმედი ვიქონიოთ, ეს 2022-ში უკვე მოხდება), რომ ვაქცინები კომერციულად გაიყიდება და ისეთ მავნებელ მთავრობაზე დამოკიდებული აღარ ვიქნებით, როგორც ეს “ოცნების” რეჟიმია”,– წერს ის.