ჭირსაც წაუღია პარლამენტარის მანდატი – სანდრო ბრეგაძემ გლდანში კანდიდატურა მოხსნა

პროპუტინისტური, ძალადობრივი პარტიის, ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ გლდანის მაჟორიტარულ ოლქში თავის კანდიდატურას ხსნის. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

“მოგეხსენებათ, რომ გლდანში დავაყენე ჩემი კანდიდატურა მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად. გულუბრყვილოდ მქონდა ილუზია, რომ ყველა ეროვნული ძალა გვერდით დამიდგებოდა. ეტყობა მოხდა დისკომუნიკაცია და ჩემმა მეგობრებმა პატრიოტთა ალიანსიდან დააყენეს თავიანთი კანდიდატურა ჩემს წინააღმდეგ. სიმართლეს ვიტყვი – ამას არ ველოდი.

ამიტომ კიდევ მე დავიმდაბლებ თავს და ვხსნი ჩემს კანდიდატურას გლდანის საარჩევნო ოლქში, რათა არ შევუშალო ხელი ჩვენს ბრძოლას ლიბერასტების წინააღმდეგ. მხოლოდ ერთიანობით მიიღწევა გამარჯვება და ჭირსაც წაუღია პარლამენტარის მანდატი”. – წერს ბრეგაძე.