ჭრელო პეპელას ვარიანტია, ერთი წელი მესმოდა, რატომაა შეზღუდვებიო – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს, პაატა იმნაძეს ჰკითხეს, გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე, რატომ არ აწესებენ შეზღუდვებს, რაზეც მან ასე უპასუხა:

“ჭრელო პეპელას ვარიანტია, მე აქ ერთი წელი მესმოდა, რატომაა შეზღუდვებიო”,– თქვა იმნაძემ.

მისივე განცხადებით, ბიზნესს პრობლემები შეექმნება, თუ არ დაიცავს რეკომენდაციებს და არ აცრის თანამშრომლებს.

“ბიზნესის ნაწილს შემიძლია ვუთხრა ერთი, რომ ახლა შეზღუდვა ის იქნება, რომ ბიზნესი თუ არ დაიცავს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ რეგულაციებს და არ აცრის თავის თანამშრომლებს, ეს ბიზნესები ჩავარდება ცუდ მდგომარეობაში. ტურისტი რომ წავა, მაგალითად, აქედან ინფიცირებული და უკვე ბევრია ეგეთი შემთხვევა, მათ შორის, ისრაელში, ქუვეითში, იმ სასტუმროში მერე გამოუშვებს ვინმე იქიდან ტურისტს?”,– თქვა პაატა იმნაძემ.