ხაზარაძე აცხადებს, რომ ნიკა მელიას მერის მოადგილის საკუთარი კანდიდატურა თვითონ შესთავაზა

ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ენმ-ის თავჯდომარეს, ნიკა მელიას მერის მოადგილის კანდიდატურაზე საკუთარი თავი, თავად შესთავაზა. ამის შესახებ, ხაზარაძემ “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა.

“ჩვენ მანამდე განვიხილავდით ჩვენს კანდიდატურებს და ბოლო მომენტამდე, როცა ბოლო თათბირი იყო და შევიკრიბეთ ორი დღის წინ, ვუთხარი პირდაპირ, რომ თუ გვინდა შევცვალოთ ქვეყანა, ყველა ძალებით უნდა ჩავერთოთ. ვუთხარი, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავერთვები, თუ ელენე ხოშტარია და ზურაც ჯაფარიძე ანალოგიურ ნაბიჯებს გადადგამდნენ. ეს იყო ერთადერთი პირობა. მადლობა მათ, რომ დაეთანხმნენ და მიიღეს ეს გამოწვევა”, – თქვა ხაზარაძემ.