ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე – მოსამართლე განაჩენს ხვალ გამოაცხადებს

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა დასრულდა. ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვა წარმოთქვეს.

მოსამართლე გიორგი არევაძის თქმით, საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ, 11 საათზე გამოაცხადებს.

ცნობისთვის, სასამართლო განიხილავს ე.წ. ფულის გათეთრების საქმეს, რომლის ფიგურანტები არიან ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი და “თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე.

ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ხოლო ავთანდილ წერეთელს უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებიან.