“ვინც სააკაშვილის შიმშილობას ეჭვქვეშ აყენებს, ამაზე ხუმრობს, მის სიკვდილს ნატრობს საჯაროდ თუ მალულად – ეს ხალხი უმცირესობაა. ნუ განაზოგადებთ ამას ხალხზე.

ასეთი ადამიანები ყველა წრეში არსებობენ. ნუ ედავებით. ნუ კამათობთ. ნუ ბრაზდებით. მიიღეთ მათი არსებობა მოცემულობად.

ამ მომენტში არ სჭირდებათ, თორემ ეგ ხალხი ისე ჩაგარტყამთ ზურგში დანას (რაც უნდა ახლობელი გეგონოთ), თვალს არ დაახამხამებს. დაიმახსოვრეთ და ფრთხილად იყავით მათთან.

სანამ წესიერი ხალხი ძალას არ აჩვენებს რეჟიმს, “ფსკერი” სულ უფრო ქვემოთ და ქვემოთ ჩაიწევს.

როცა რეჟიმი ხუხულასავით დაიშლება, ეგ ადამიანები ისევ იარსებებენ, ოღონდ დღის წესრიგს ვერ შექმნიან. დღის წესრიგიდან გაქრებიან საერთოდ. მაგრამ მათი სახელები გახსოვდეთ, რადგან იხ.პუნქტი 3.

წერს ჯანდაცვის ექსპერტი ზურაბ ჭიაბერაშვილი FACEBOOK-ზე.