ამ პარტნიორობის გათვალისწინებით, რომელსაც საქართველო იჩენს შეერთებული შტატების მიმართ, რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი არ არის ისე, როგორც იქცევიან პარტნიორები, როდესაც ხდება ჩვენი მოქალაქეების და მოსამართლეებისთვის იარლიყების მიწებება იმ კონტექსტში, რომ არ ხდება არანაირი მტკიცებულების წარმოდგენა და მითითება საჯარო წყაროებზე, რომლებიც ყველამ ვიცით. ეს არის ძალიან ცუდ დროს მიღებული ცუდი გადაწყვეტილება. რაც არ უნდა ყოფილიყო საფუძველი თუ მიზანი ამ გადაწყვეტილების, ჩვენ ვხედავთ რა ხდება და ვინ სარგებლობს ამით – სარგებლობს რადიკალიზმის გაღვივება, პოლარიზაციის გაღრმავება და საქართველოს ევროინტეგრაციისთვის წყლის შეყენება. იმედგამაცრუებელია ასეთი მოქმედება, აშშ 30 წელზეა მეტია საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით ეხმარება და სამწუხაროა, რომ ასეთი ნაბიჯებით ხდება გარკვეული ხინჯის მიყენება იმ დახმარებების მიმართ, რომლებსაც თუნდაც სასამართლო სისტემის მიმართ იჩენდა აშშ.

ჩვენ ვნახეთ მოსამართლეების განცხადებები, რომ ხდება ჩარევა მათ საქმიანობაში. ისინი ისაუბრებენ ამაზე კიდევ, თუმცა თავად ეს განცხადებების ძალიან პრობლემურია. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი არაპარტნიორული ნაბიჯი გადაიდგა.

ვფიქრობ, რომ იმ პარტნიორობის გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენ ვიჩენთ ჩვენი ამერიკელი მეგობრების მიმართ, ქართველი ხალხი იმსახურებს, როდესაც მისი მოსამართლეებისკენ იშვერენ თითს და ეძახიან კორუმპირებულებს, ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ ისინი, ვინც ამას აკეთებენ და იარლიყს აწებებენ მოსამართლეებს, მათ წარმოადგინონ მტკიცებულებები.

ასე ეხმაურება, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის მიერ 4 მოსამართლის დასანქცირებას.