ხარკოვისა და იზიუმის მიმართულებით მტერი თავდაცვაზე გადავიდა – გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით, ზოგიერთი მიმართულებით მტრის შეიარაღებული ძალები 10-ჯერ აღემატებოდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, თუმცა შესაძლებელი გახდა მოვლენების შემობრუნება და მტრის უკან დახევა ნაადრევი კრიზისული დაგეგმვის, ჯარებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების, წვრთნების ჩატარების, საავიაციო ძალების გადაჯგუფებისა და საველე პოლიგონზე გადატანის წყალობით.

გენერალ ოლექსი გრომოვის თქმით, მტერი თავადაცვაზე გადავიდა ხარკოვისა და იზიუმის მიმრთულებით.

“ლიმანის მიმართულებით ყველაზე ცხელი სიტუაციაა. ხარკოვის რაიონში წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ მტერი თავდაცვაზე გადავიდა. ხარკოვის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვს გარკვეული წარმატება. იზიუმის მიმართულებითაც მტერი თავდაცვაზე გადავიდა და შეკავების მოქმედებებს ატარებს“, – განაცხადა გენერალმა ბრიფინგზე.

გრომოვმა აღნიშნა, რომ მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის ბლოკირება და დაბომბვა გრძელდება, თუმცა შენარჩუნებულია კომუნიკაცია დანაყოფებთან.