ხარკოვის დეოკუპირებულ ნაწილში რუსების მიერ მოკლული 534 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს

ხარკოვის რეგიონის დეოკუპირებულ ნაწილში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული 534 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს.UNIAN-ის კორესპონდენტის ცნობით, ამის შესახებ ხარკოვის რეგიონში ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელმა სერხი ბოლვინოვმა ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

„სამწუხაროდ, დეოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩვენ უკვე აღმოვაჩინეთ 534 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი, საიდანაც 226 ქალია, 260 მამაკაცი, 19 ბავშვი (მათგან 13 უცნობია), ხოლო 29 ადამიანის ნეშტის  სქესი ჯერ დადგენილი არ არის“, – განაცხადა ბოლვინოვმა.