ხატია დეკანოიძე გამოკითხვაზე მივიდა

ქუთაისის მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან, ხატია დეკანოიძე გამოკითხვაზე მივიდა. საქმე ეხება გუშინ ვანში მომხდარ ფაქტს.

დეკანოიძის თქმით, ბიუჯეტურ ორგანიზაციაში დასაქმებულმა პირმა და კრიმინალურმა ავტორიტეტმა მის მხარდამჭერებს შეურაცხყოფა მიაყენეს.

“გუშინ იყო ინციდენტი, როდესაც სიტყვიერი შეურაცხყოფასა და შემდეგ ხელჩართულ მუშტიკრივზე გადავიდა ორი ადამიანი. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ერთი არის ადგილობრივი აიპის ხელმძღვანელი და მეორე არის კრიმინალური ავტორიტეტი ვანში, რომელიც 2012 წლამდე იყო დაკავებული. გულწრფელად გეტყვით, არავითარი რეაგირების იმედი არ მაქვს, მაგრამ არ დავტოვებ არცერთ ფაქტს რეაგირების გარეშე. ყველაფერს გაეცემა პასუხი”,– განაცხადა დეკანოიძემ.