ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგებინოს იმათ, ვინც ჩატარებას ხელს უშლის – კრამერი თბილისი პრაიდზე

“ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგებინოს იმათ, ვინც ჩატარებას ხელს უშლის” – ამის შესახებ, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, დევიდ კრამერმა, “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია პასუხი აგებინოს ყველა იმ პირს, რომელიც ძალადობას აქეზებს და ხელს უშლის თბილისი პრაიდის ჩატარებას.

„მე ვთვლი, საქარველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოება იმ ადამიანებისა, ვისაც სურთ მარშში მონაწილეობა, მათ თანასწორად უნდა ექცეოდნენ და აქვს პასუხიმგებლობა, რომ პასუხი აგებინოს მათ, ვინც ხელს უშლის მარშის ჩატარებას ან ძალადობას აქეზებს მათ წინააღმდეგ, ვინც უბრალოდ საკუთარი უფლებებით სარგებლობს. მთავრობა უკეთ უნდა მოიქცეს ამ კუთხით, ეს საქართველოსთვის წლების მანძილზე პრობლემაა, არაა უნიკალური მხოლოდ ამ წელს”, – ამბობს დევიდ კრამერი.