ხელისუფლებამ უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნები და გაათავისუფლოს რურუა – ანა ფოტიგა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოს მთავრობას სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნების ჩატარებისა და გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. 

მიუხედავად დაბრკოლებებისა, საქართველო ინარჩუნებს ევროატლანტიკურ გეზს, განსაკუთრებით უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში. საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები. ამასთანავე, გაათავისუფლოს გიორგი რურუა  და ამით შეასრულოს 8 მარტს ოპოზიციის ლიდერებთან მიღწეული ხელშეკრულების პირობები,“ – ამბობს ფოტიგა ევროპარლამენტში გამართულ დებატებში.

საქართველოზე ისაუბრა ვიოლა ფონ კრამონმაც და განაცხადა, რომ “მილიარდელი ივანიშვილის ჩრდილოვანი მმართველობა დემოკრატიას უქმნის საფრთხეს”.