ხელისუფლება ყველაფერზე წავა, რათა საპარლამენტო სკამებს სამუდამოდ მიეწებოს – ირმა ინაშვილი

“ქართული ოცნება” ყველანაირ უკანონობასა და უზნეობას იკადრებს, ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით”- ასე გამოეხმაურა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, უარი ეთქვა ოპოზიციისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე.

“ვფიქრობ, აღარავისთვის არაა სადავო, რომ “ქართულმა ოცნებამ” ტოტალურად გააყალბა არჩევნები; აღარავისთვის არაა სადავო, რომ “ქართულმა ოცნებამ” მიიტაცა საპარლამენტო ხელისუფლება; აღარვისთვის არაა სადავო, რომ “ქართული ოცნება“ ყველაფერზე წავა, რათა საპარლამენტო სკამებს სამუდამოდ მიეწებოს.

იმ დეპუტატებს შორის, რომლებსაც დღეს “ქართულმა ოცნებამ” სადეპუტატო უფლებამოსილება არ მოუხსნა, არიან გამოცდილი იურისტები, იგივე დავით უსუფაშვილი და, ალბათ, მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს. თუმცა, განიხილავს კი საკონსტიტუციო სასამართლო მათ სარჩელს?! აი, აქ არის დიდი კითხვის ნიშანი”, – წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”