ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ იმედები არ გაგიცრუოთ – კახა კალაძე

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს, რომ იმედები არ გაგიცრუოთ, – განაცხადა . „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანმა, კახა კალაძემ მესტიაში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა ენუქიძის წარდგენაზე

“როდესაც თქვენ წინაშე ვდგავარ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს, რომ იმედები არ გაგიცრუოთ. თითოეული თქვენგანი საკუთარი თვალით ხედავს, მესტიის მუნიციპალიტეტში აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა და მიღწეული პროგრესიც სახეზეა.

“ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა მესტიის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების როგორც მოცულობა, ასევე რაოდენობა, შედეგად კი, არა მხოლოდ უცხოელი ტურისტებისთვის, არამედ  ქართველებისთვისაც თქვენი მუნიციპალიტეტი ერთ-ერთ უსაყვარლეს დასვენების ადგილად, დაუსრულებელი თავგადასავლების მხარედ იქცა.

რა თქმა უნდა, არც ის გვავიწყდება, რომ არსებობს გამოწვევები, რომელთან გამკლავებაც აუცილებელია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთად დგომით, ერთიანი ძალიხსმევით შესაძლებელია ყველა პრობლემას, რაც შეიძლება სწრაფად და ღირსეულად ვუპასუხოთ.ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“, – თქვა კალაძემ.