“ხელისუფლების ამოცანა არის სააკაშვილის მორალური დამცირება. ისინი დათანხმდებიან სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანაზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩუმად წაასწრებენ ხინკლის ჭამაზე, მაგალითად. მთლად ხინკალს ვერ შეჭამს, მაგრამ პირობითად ვამბობ. ხელისუფლების ახლა ეშინია იმის, თუ მორალურად არ დამცირდა სააკაშვილი და აღმოჩნდა, რომ მისი მოთხოვნა შეასრულეს, მიაჩნიათ სისუსტის გამოვლინებად. ყველაზე მეტად ამ ხელისუფლებას ეშინია სისუსტის გამოვლინების”

ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პალიტრანიუსის ეთერში.