ევროპული საქართველოს წევრი აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ მომღერალი გია გაჩეჩილაძის მიერ დაგეგმილი აქცია ხელისუფლების დავალებით კეთდება.
“ხელისუფლების კვალს არა მარტო ვხედავ, ხელისუფლების დავალებით კეთდება ეს აქცია და ამას ხელისუფლება არც მალავს, იმიტომ, რომ საჯარო მოხელეებს პირდაპირ დავალება აქვთ გაკეთებული, რომ შეუვსონ გიორგი გაჩეჩილაძეს აქცია, მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება სახიფათო თამაშს იწყებს ამით, ოღონდ არცერთ შემთხვევაში ხელისუფლება გამარჯვებული ვერ გამოვა, როდესაც მოქალაქეების ურთიერთდაპირისპირებას უწყობს ხელს”. – ამბობს ბობოხიძე
“უცნობი” დღეს აქციას მართავს და “მარადისობის დღის” დაფუძნებას აპირებს. მისი მტკიცებით, დაგეგმილი აქცია მიმართული იქნება როგორც ოპოზიციის, ისე ქართული ოცნების წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, ის ხელისუფლებას მოუწოდებს, “პოლიტიკური ნაგავი გაიტანოს”.