ხელისუფლების უმოქმედობის შემდეგ ღარიბაშვილი ჟურნალისტებზე ძალადობას გმობს

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გმობს ჟურნალისტებზე ძალადობას. მისი თქმით, ყველა მოძალადე დაისჯება.

“ყოვლად მიუღებელია ის, რაც მოხდა. ჟურნალისტებზე ძალადობა არის მიუღებელი და დასაგმობი. პოლიცია მუშაობს ძალიან აქტიურად. დილით დააკავეს სამი პირი. გუშინაც რამდენიმე პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება და რა თქმა უნდა, დაისჯება ყველა, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ მან განაცხადა, რომ “საქართველო ტრადიციული ქვეყანა”, რის გამოც პრაიდის ჩატარება “მიზანშეუწონელია”. ეს სამოქალაქო საზოგადოებამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა ძალადობის წახალისებად შეფასეს.

პრაიდი პუტინისტური ჯგუფების ძალადობის გამო არ გაიმართა, თუმცა მათ სცემეს 53 ჟურნალისტი.