“ხელს შეუწყობს დეესკალაციას” – ზელენსკი ბაიდენს კიევში იწვევს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდა, უახლოეს დღეებში უკრაინას ეწვიოს.

„დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში თქვენი კიევში ჩამოსვლა, რაც გადამწყვეტია სიტუაციის სტაბილიზაციისთვის, იქნება ძლიერი სიგნალი და ხელს შეუწყობს დეესკალაციას,“- მიმართა ზელენსკიმ ბაიდენს.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ კიევსა და სხვა ქალაქებს საიმედოდ იცავენ.

„ჩვენ შევაჩერებთ ნებისმიერ ესკალაციას უკრაინის მიმართულებით. უკრაინის დედაქალაქი კიევი და ჩვენი სახელმწიფოს სხვა ქალაქები – ხარკოვი და ლვოვი, დნიპრო და ოდესა – უსაფრთხოდ და საიმედო დაცვის ქვეშ არიან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

თეთრ სახლს უკრაინის მეთაურის მიწვევაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.