ბიძინა ივანიშვილის ხელწერაა, როგორ შეიძლება პირადით ემსახურო საზოგადოს – გახარია

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია “თბილისის ცენტრალური პარკის” პრეზენტაციაზე ამბობს, რომ “პირადით საზოგადოს მსახურება” ბიძინა ივანიშვილის ხელწერაა. ცნობისთვის, ივანიშვილმა იპოდრომის ტერიტორია თბილისს გადასცა, რომელზეც ქართული ოცნება ცენტრალური პარკის გაშენებას გეგმავს.

“უნდა აღვნიშნოთ ის ღვაწლი, ბიძინა ივანიშვილის ის ხელწერა, რომელიც აქაც გამოჩნდა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ხელწერა, როგორ შეიძლება პირადით ემსახურო საზოგადოს, როგორ შეიძლება იზრუნო შენს ხალხზე და რა თქმა უნდა, ამ ხელწერის გამომსახველი მაგალითი არ არის მხოლოდ ცენტრალური პარკი”,– ამბობს გახარია.

მისივე თქმით, გამწვანების პროექტები მოქალაქეების ცხოვრების სტილს შეცვლის, რადგან ექნებათ ისეთი სივრცეები, სადაც მათი ბავშვები გაიზრდებიან.

ცნობისთვის, იპოდრომის ტერიტორია 2009 წლიდან ბიძინა ივანიშვილის კომპანია ინვესტ კაპიტალსეკუთვნოდა. 2020 წელს ქართული ოცნების თავმჯდომარის ერთმა კომპანიამ მეორე კომპანიას (ფონდი ქართუ) ტერიტორია 60 მილიონად მიჰყიდა.