ხერსონიდან ძალების გაყვანა თუ მისი გამაგრება – ბრიტანული დაზვერვის თქმით, რუსეთი დილემის წინაშეა

ხერსონიდან ძალების გაყვანა თუ მისი გამაგრება – დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა ყოველდღიურ ანგარიშში აცხადებს, რომ რუსეთი დილემის წინაშეა. ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთი რეგიონული ცენტრის დაცვას აპირებს, თუმცა სამხედრო თვალსაზრისით უკან დახევა მომგებიანი იქნება.

ხერსონში უკრაინული შეტევის ფონზე, რუსული ჯარები უკან იხევდნენ.

  • “რუსი მეთაურები, სავარაუდოდ, ხედავენ მზარდ საფრთხეს ნოვა კახოვკას სექტორისთვის, როგორც მათი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საზრუნავი”, – წერს დაზვევრა.

რუსეთი განიხილავს მზარდ საფრთხეს ხერსონის რეგიონში ნოვა კახოვკას მიმართ, როგორც ერთ-ერთ მთავარ პრობლემას, რადგან დნეპრზე დაზიანებული გადასასვლელი ამ მხარეში რჩება ერთ-ერთ იმ მცირე მარშრუტთაგან, რომლებიც მათთვის ხელმისაწვდომია ძალების შესავსებად.

  • “რუსეთი დილემის წინაშე დგას: დნეპროზე საბრძოლო ძალების გაყვანა ხერსონის ოლქის დანარჩენი ნაწილის დაცვას უფრო სტაბილურს ხდის; მაგრამ პოლიტიკური იმპერატივი იქნება დარჩენა და დაცვა”.