პარასკევი, 26 აპრილი , 2024, 06:17

ხერსონის საოკუპაციო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ავარიაში მოკვდა – მედია

რუსული სამთავრობო მედიები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ხერსონის საოკუპაციო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, კირილ სტრემოუსოვი მოკვდა.

რია ნოვოსტის ცნობით, ამის შესახებ იტყობინება ხერსონის ე.წ. სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახური. readovka- ს ცნობით, სტრემუსოვი გენიჩესკის მახლობლად, ავარიაში მოყვა.

მომხდარზე უკრაინულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.