ხერსონში განადგურდა მტრის საბრძოლო მასალის 6 საცავი – გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ხერსონში განადგურდა მტრის საბრძოლო მასალის 6 საცავი, რუსეთის ჯამური დანაკარგები უკრაინაში კი  48 350 ადამიანია.

მათივე მონაცემებით, მარტო სამხრეთში, გასული დღის განმავლობაში 201 რუსი ოკუპანტი მოკლეს. უკრაინელი ჯარისკაცების წყალობით განადგურდა მტრის 23 ტანკი, 33 ჯავშანტექნიკა, 24 საარტილერიო სისტემა, 2 სარაკეტო სისტემა, 1 საზენიტო თავდაცვის მოწყობილობა, 1 ვერტმფრენი.