13 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგება

13 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.

უქმე დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერებული იყო. მუშაობა არ შეუწყვეტია საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.