ხვალიდან შეცვლილ და უკეთეს საქართველოში ვიცხოვრებთ – ბაქრაძე

“ევროპული საქართველოს”–ს ერთერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ხმა მისცა საქართველოში ცვლილებებს. მისივე განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ხვალიდან შეცვლილ და უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვრებთ.

“დილიდან ძალინ ბევრი ადამიანია მოსული საარჩევნო უბანზე, ასეთი, დიდიხანია არ მახსსედება. მე პირადად ხმა მივეცი ამ ქვეყანაში ცვლილებებს იმიტომ, რომ საქართველოს სჭირდება ცვლილება, სჭირდება წინსვლა და უკეთესობა და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალიდან ყველა ერთად ახალი ენერგიით, ახალი ძალით ვიცხოვრებთ შეცვლილი და უკეთეს საქართველში. მთავარია, რომ ყველა ადამიანი მოვიდეს, მთავარია ყველამ დააფიქსიროს საკუტარი აზრი და რაც მოხდება დღის ბოლის ყველა ერთად შევხედავთ, თუმცა რა თქმა უნდა მოლოდინი ძალიან ოპტიმისტურია”,– ამბობს დავით ბაქრაძე.

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება.