ხვალ ან ზეგ ოპოზიციასთან ბოლო შეხვედრა შედგება – ირაკლი კობახიძე

“ხვალ ან ზეგ ოპოზიციასთან ბოლო შეხვედრა შედგება “- ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 9 ან 10 დეკემბერს ოპოზიციასთან ბოლო შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ მან აშშ-ს ელჩის რეზიდენციის დატოვების შემდეგ განაცხადა.

“ხვალ ან ზეგ შედგება ბოლო შეხვედრა, რადგან პარლამენტის სხდომა უკვე ახლოვდება და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრები წარმატებით დასრულდება. ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი”, – განაცხადა კობახიძემ.