პარასკევი, 26 აპრილი , 2024, 12:04

ხვალ ველოდებით ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას – ჰარცელი სააკაშვილზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმეს სამი მიმართულებით აკვირდებიან. მისივე თქმით, ელოდებიან ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას.

“მიხეილ სააკაშვილის საქმეს თავიდანვე ყურადღებით ვაკვირდებით, ძირითადად სამი მიმართულებით: პირველი, უმნიშვნელოვანესი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მეორე, მის მიმართ, როგორც პატიმრის მიმართ მოპყრობა და მესამე, რომ მის საქმეებთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები იყოს სამართლიანი.

ხვალ ველოდებით სახალხო დამცველის სამედიცინო გუნდის დასკვნას, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ამ ჯგუფის შეფასებები, რათა გვქონდეს ობიექტური სამედიცინო დასკვნა მდგომარეობის შეფასებისას”,– თქვა ჰარცელმა.

ცნობისთვის, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა რუსთავის ციხეში 11 იანვარს მოინახულა.