ხვალ პაატა იმნაძე ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრება

ხვალ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრება. ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

პაატა იმნაძე ქვეყანაში პირველი იქნება, ვინც ვაქცინას გაიკეთებს. ის ვაქცინით ინფექციურ საავადმყოფოში ხვალ 09:00 საათზე აიცრება.

საქარველომ უკვე მიიღო AstraZeneca–ს ვაქცინის 43 ათასი დოზა.