“ხვალ რომ იყოს არჩევნები, ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს. ქართულ ოცნებას ახლა იმედი აქვს, რომ ამა თუ იმ ფორმით, მოახდენს გახარიას განდევნას პოლიტიკიდან და ამ სამობილიზაციო ელექტორატს ისევ თვითონ წაიყვანს, როგორც მიჰყავდა არჩევნებიდან არჩევნებამდე. ახლა დრო გახარიაზე ახლა არ მუშაობს. პირიქით, მოლოდინის რეიტინგი მაღალი რომ აქვს – ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, ეს ხალხი წავა და გახარიას მისცემს ხმას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ გახარიამ დაუშვა შეცდომები, თუ მოხერხდა მისი დისკრედიტაცია, ვერ გაუძლო დარტყმებს, პროვოკაციებს”

თქვა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “ფორმულას” ეთერში.