ხვალ შსს-ში გამოკითხვაზე მივდივარ – ლევან ხაბეიშვილი

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

მისი თქმით, საქმე ეხება საერთაშორისო თაღლითურ სქემას.

“ხვალ, 11:00 საათზე საერთაშორისო თაღლითურ სქემასთნ დაკავშირებით, რომელიც აწყობილი აქვს სუს-სა და უჩა მამაცაშვილს, გამოკითხვაზე მივდივარ შსს-ში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში. ვაპირებ, მივიდე და ოფიციალურად დავაფიქსირო ყველა სავარაუდო დამნაშავე და საერთაშორისო თაღლითი, ქურდი”,– წერს ხაბეიშვილი Facebook-ზე.