ხიდში შემოვიდნენ გვაგდებენ, ჩვენ გასვლას არვაპირებთ მოდით – KHIDI-ს დამფუძნებელი

კლუბ KHIDI-ის დამფუძნებელი თამუნა აქსანდერი სოციალურ ქსელში წერს, რომ კლუბში სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

“ცდილობენ გამოგვყარონ და გაუგებარი დროით დაგვილუქონ ხიდი, ჩვენ გასვლას არვაპირებთ მოდით “- წერს თამუნა აქსანდერი სოციალურ ქსელში.

გუშინ  3 დეკემბერს,KHIDI რომელიც რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ დახურული იყო ყველა წესის დაცვით გაიხსნა. დღეს,  შრომის ინსპექციამ კლუბი დალუქა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, 10 000 ლარით დააჯარიმა.

ცნობისთვის, 1 დეკემბრიდან  მოქალაქეები „მწვანე პასპორტით“ შესვლას შეძლებენ შემდეგ დაწესებულებებში: სასტუმროები, კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები, მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული), კინოთეატრები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები, ოპერა, გასართობი ობიექტები, სამორინეები და სათამაშო ბიზნეს ობიექტები, სპა ცენტრები და ფიტნეს დარბაზები, სამთო კურორტების საბაგიროები.

“შრომის ინსპექციამ კლუბი “ხიდი” 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა.

მიმდინარე წლის 3-4 დეკემბერს შრომის ინსპექციამ ზედამხედველობისას კლუბ “ხიდ”-ზე აკრძალული გასართობი ღონისძიების ფაქტი გამოავლინა, რის გამოც კლუბი დალუქა და დააჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ შრომის ინსპექციის მხრიდან აღნიშნული ორგანიზაცია არაერთგზის იქნა გაფრთხილებული, მასობრივი გასართობი ღონისძიების განხორციელების აკრძალვასთან დაკავშირებით, ვინაიდან პირველი დეკემბრიდან ამოქმედებული ცვლილებების მიუხედავად იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილების შესაბამისად,მასობრივი გასართობი თუ სოციალური ღონისძიებების განხორციელება კვლავ აკრძალვად რჩება.

მიუხედავად ამისა, კლუბის ხელმძღვანელობამ მხედველობაში არ მიიღო აღნიშნული გარემოება და ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის მიუხედავად, ორგანიზება გაუწია მასობრივ გასართობ ღონისძიებას.

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შრომის ინსპექციამ მიიღო ობიექტის დალუქვის გადაწყვეტილება და დააჯარიმა 10 000 ლარით.

აქვე აღსანიშნავია, რომ “მწვანე ზონების” კონცეფციის შექმნის მიზნით ღამის კლუბების ეტაპობრივ ჩართვასთან დაკავშირებით შრომის ინსპექცია, მერიისა და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად აქტიურად მუშაობს უსაფრთხო პროტოკოლის შექმნის საკითხებზე, რომლის შედეგადაც განხორციელდება სექტორის ფუნქციონირების განახლება.

შრომის ინსპექცია აქტიურად განაგრძობს მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც მწვანე ზონების უსაფრთხო კონცეფციის მონიტორინგის კუთხით, ასევე ზედამხედველობას უწევს აკრძალული სოციალური ღონისძიებების გამოვლენის ფაქტებს.” – წერს შრომის ინსპექცია