ხობში ახალგაზრდა კაცმა ბიძა მოკლა

ხობში, სოფელ ხეთაში ახალგაზრდა კაცმა ბიძა მოკლა. შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა. არსებული ინფორმაციით, კაცმა ბიძას დაზიანებები თავის არეში, ბლაგვი საგნით მიაყენა.

მომხდარზე ერთი პირია დაკავებული. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.