ხობში ხანძარს მამა-შვილი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტის რაიონის სოფელ ზედა ქვალონში სახლს ცეცხლი წაეკიდა და მთლიანად დაიწვა, რასაც ორი ადამიანის, 30 და 70 წლის მამა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მამა არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხოლო შვილი ავადმყოფობდა და მათ სახლიდან გამოსვლა ვერ შეძლეს.

რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.